სააღდგომოდ მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით ოთხი ავიარეისი დაინიშნება

ავიარეისი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით ოთხ ავიარეისს ნიშნავს. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივეც ცნობით, დამატებითი ავიარეისები ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების მიმართულებით 17 და 22 აპრილს შემდეგი განრიგით შესრულდება:

17 აპრილი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა – 13:15 საათზე, ამბროლაური – ნატახტარი, გაფრენა  -14:45 საათზე.

17 აპრილი: ნატახტარი – ამბროლაური, გაფრენა – 16:30  საათზე, მესტია – ნატახტარი, გაფრენა – 17:45 საათზე.

22 აპრილი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა – 13:15 საათზე, ამბროლაური – ნატახტარი, გაფრენა – 14:45 საათზე.

22 აპრილი: ნატახტარი – ამბროლაური, გაფრენა – 16:30 საათზე, მესტია – ნატახტარი, გაფრენა 17:45 საათზე;ნატახტარი-მესტიის მიმართულებით ცალმხრივი ბილეთის ფასი – 90 ლარს შეადგენს, ხოლო ნატახტარი – ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0-დან 3-წლამდე ჩვილების მგზავრობა უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება.