მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და ქარის გაძლიერება - სად ელოდებიან ამინდის მკვეთრ გაუარესებას
1783976044
რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის და გერმანიის ელჩის შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
რუსთავის მერმა, ელჩთან დეცენტრალიზაციაზე და ადგილობრივ დონეზე მმართველობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ნინო ლაცაბიძე ჰუბერტ ქნირშს, ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, გატარებული ღონისძიებების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. როგორც ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, რუსთაველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, სწორედ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
გერმანიის ელჩის ვიზიტისას, საუბარი რუსთავში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასაც შეეხო. როგორც ნინო ლაცაბიძემ ელჩთან საუბარში განაცხადა, მუნიციპალიტეტი მმართველობის ის რგოლია, რომელიც მოსახლეობის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს, მასში ნაკლები პოლიტიკა უნდა იყოს და მეტი საქმე.
ნინო ლაცაბიძემ ჰუბერტ ქნირშს, მუნიციპალური სერვისების განვითარების მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტებიც გააცნო.