„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის კმ18-კმ54 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მდ. რიონი ადიდდა და გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე.
ამის გამო აღნიშნული საავტომობილო გზის კმ18-კმ54 მონაკვეთზე, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.