მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა
1777723287
ქუთაისში სახალხო დღესასწაული,,გვირილობა“ აღინიშნება. დღესასწაული ტრადიციულად ბაგრატის ტაძარში ქალაქის დალოცვით დაიწყო, რომელსაც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, პირველ მოადგილესთან მამუკა ხიმშიაშვილთან, მოადგილესთან გრიგოლ დალაქიშვილთან ქუთაისის მერთან, დავით ერემეშივილთან, ქუთაისის დელეგატთან საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძესთან და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო.
დღესვე ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ქუთაისელი კოლორიტების: ოთარ მამფორიას, ოთარ ქორქიას, ოთარ სულაბერიძის - ,,სამი ოთარის“ ძეგლს, პატივი მიაგეს. ,,ქუთაისქალაქობის“ ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა კულტურული, სპორტული, საბავშვო, შემეცნებითი, გასართობი ღონისძიებები. დაჯილდოვდებიან საპატიო მოქალაქეები, დღის ბოლოს ცენტრალურ მოედანზე გალა-კონცერტი გაიმართება.



