მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
ქუთაისის მერიაში ა(ა)იპ „ ქუთაისის მუნიციპალური ინსპექცია“ შეიქმნა. ახალი სამსახურის უფროსად ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა თვითმმართველობის წარმომადგენლებს დემურ ინანეიშვილი წარუდგინა.
დემურ ინანეიშვილი ამ დრომდე მერიის ა(ა)იპ „სპეციალური სერვისების“ დირექტორის მოადგილე იყო.
„ქუთაისის მუნიციპალური ინსპექცია“ მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა. ახალ ა(ა)იპს ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციების გარდა, მუნიციპალური ქონების დაცვა, სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დარღვევასა და ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობის დარღვევაზე პასუხისმგებლობის დაკისრება დაევალება.