მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებში გამარჯვებულ წარმატებულ მოსწავლეებს და მასწავლებლებს შეხვდა. წარჩინებულ ახალგაზრდებთან შეხვედრას მერთან ერთად, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ლომინაძე, ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
კინგსის ინტელექტის ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები, ეტალონის კონკურსში წარმატებული ახალგაზრდები, მერის სტიპენდიანტები, ასევე სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებულმა მოჭადრაკეებმა მერიისგან საჩუქარი მიიღეს.
იოსებ ხახალეიშვილი ასევე შეხვდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ევროკომისიის ერთობლივი პროგრამის eTwinning-ის 2022 წლის ევროპის მასშტაბით ჩატარებული პროექტების საპრიზო კონკურსში გამარჯვებულ ორ პედაგოგს თემურ ჯვარშეიშვილს ( ქ.ქუთაისის #32 საჯარო სკოლა) და რუსუდან კარკაძეს (ქუთაისის #32 საჯარო ), ევროპის ხარისხის ნიშანი მიენიჭათ.