ჯარიმა 500 ლარამდეა - სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაფრთხილება მოსახლეობას
1781806856
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილთან, მერის მოადგილე დავით ნიშნიანიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, წარმატებულ ახალგაზრდა ქუთაისელ სპორტსმენებს შეხვდა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გამარჯვებული მოსწავლეები და სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებული ფრენბურთელ გოგონათა და ვაჟთა გუნდები.
ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქუთაისელმა სპორტსმენებმა ინდივიდუალურ და გუნდურ სახეობებში 24 სხვადასხვა სინჯის ( მათ შორის 7 ოქროს ) მედალი მოიპოვეს. ხელისუფლების წამომადგენლებმა მოსწავლეებს მიღწეული წარმატება მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებული ქუთაისის 22-ე საჯარო სკოლის ფრენბურთელთა გუნდები მალე გაემგზავრებიან ჩინეთში, სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე. ქალაქის მერმა გუნდების წევრებს სპორტული ფორმები გადასცა და წარმატებები უსურვა საერთაშორისო ასპარეზზე.
შეხვედრაზე დავით ერემეიშვილმა ისაუბრა იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რომლებიც ქუთაისის მერიის მიერ ხორციელდება ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერისა და განვითარებისათვის.