სკანდალი ცნობილი თურქი მსახიობის გარშემო - რას პასუხობს ყოფილი შეყვარებულის ბრალდებებს ბირან დამლა ილმაზი

ბირან დამლა ილმაზი

თურქეთში გავრცელებული ცნობების თანახმად, სერიალ „ფესვების ძახილის“ ვარსკვლავის, ბირან დამლა ილმაზის მიმართ დიდი სკანდალი აგორდა.

ყოფილი შეყვარებული მსახიობს ბრალდებებს უყენებს, თითქოს, გერმანიაში ცხოვრების პერიოდში, 144 000 ევროს ღირებულების ესთეტიკურ და სამედიცინო პროცედურები ჩაიტარა და თანხა არ გადაიხადა.

ყოფილი მეგობრის მტკიცებით, გერმანიაში მის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს და მასზე ძებნაა გამოცხადებული.

თავად მსახიობი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ გერმანიაში პლასტიკური ოპერაციების გასაკეთებლად არ წასულა.

მისი თქმით, მას წლების განმავლობაში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აწუხებდა და ჩატარებული ოპერაცია დაკავშირებული იყო რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან. 

მსახიობმა ასევე კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, თითქოს „წითელი ცირკულარით“ ან სხვა ფორმით იძებნება და აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ გავრცელებული ცნობები ცილისწამებაა.

მსახიობის მენეჯერებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გავრცელებული ინფორმაცია „სრულიად უსაფუძვლოა“ და უკვე დაწყებულია სამართლებრივი პროცედურები ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლების წინააღმდეგ.

ამასთან, ილმაზის ადვოკატის განცხადებით, მსახიობის ყოფილი საქმრო, აბდურაჰმან აიდინი, დოკუმენტების გაყალბების გზით, მსახიობისგან ფულის გამოძალვას ცდილობს.

ამ დროისთვის, ოფიციალურად არ დადასტურებულა ფაქტი, რომ გერმანიის პოლიცია რეალურად ეძებს მსახიობს და არც არც ის ფაქტია დადასტურებული, რომ  144 000 ევროს ოდენობის ვალი აქვს.