მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
ქვეყნის მასშტაბით, საახალწლო დღეების აღნიშვნა, სენაკში გამართული გალა კონცერტით დასრულდა. საახალწლო ღონისძიებები, რომელშიც 50 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული ქვეყნის 63 ქალაქში წარმატებით ჩატარდა.
პროექტი მეორე წელია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით იმართება. სენაკში ქალაქის ცენტრში, მთავარ ნაძვის ხესთან მოეწყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
სენაკში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები იმართებოდა, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვის იყო გათვლილი.