„თუ გაქვთ სახლში რკინის ტაფები, ყველა გადაყარეთ” – ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1778706597
ოზურგეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.
„რეაბილიტაცია უტარდება ჭავჭავაძის, დოლიძის, ბოლქვაძისა და ფარნავაზის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს. ხდება გმირთა მოედანზე მემორიალის მოწესრიგება. ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან ერთად ვიწყებთ ინოვაციური პროექტის - Street Art-ი ოზურგეთისთვის განხორციელებას, რომელიც გულისხმობს ძველი შენობების ფასადების და კედლების მოწესრიგებას, მოხატვას თემატური გრაფიკული ნახატებით. ოზურგეთის სახელით, მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ - მინისტრს და მთავრობას,“- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.
პროექტები საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.