„ახლა გავარკვიე, 100 ათასზე მეტი ჰქონია გადარიცხული…“ - გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა
1779220355
ოზურგეთს კიდევ ერთი თანამედროვე, ახალი რეკრეაციული სივრცე ექნება - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხდა.
„ოზურგეთს კიდევ ერთი თანამედროვე, ახალი რეკრეაციული სივრცე ექნება სადაც ჩვენი თანამოქალაქეები - ბავშვები და მშობლები, ახალგაზრდები და უფროსები შეძლებენ დრო სასიამოვნო გარემოში გაატარონ.
ნინოშვილის ქუჩაზე პარკის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. სამუშაოებს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განვახორციელებთ,”- აღნიშნავს ოზურგეთის მერი.