მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა ნალექმა კვაშხიეთის, ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებს პრობლემები შეუქმნა.
ძლიერი წვიმების შედეგად მდინარე ხეორი ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა რის შედეგადაც დაიტბორა საავტომობილო და შიდა სასოფლო საუბნო გზები, ასევე სოფელ ხეითში მდინარე ხეორმა სახიდე გადასასვლელი დააზიანა, რის გამოც საჭირო გახდა სოფლამდე მისასვლელი ალტერნატიული გზის მონაკვეთის მოწყობა. ადმინისტრაციულ ერთეულებში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ონის სერვის ჯგუფი“ ასრულებს.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა - სერგი ხიდეშელმა, სოფელ ხეითში სოფლამდე მისასვლელი ალტერნატიული გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მოინახულა.