ილია თოფურიას სამედიცინო დასკვნა ცნობილია
1781681215
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი ქართული კალიგრაფიისა და მეწარმეობის საერთაშორისო ფესტივალს „გულანი“ დაესწრო.
ფესტივალზე ქართული სიტყვა, ხელოვნება, წიგნი და მეწარმეობა ერთ სივრცეში გაერთიანდა.
ღონისძიებაზე რაფაელ გოგიტიძეს ქართული ხელნაწერი კულტურისა და საგამომცემლო საქმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური გრანპრი და ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ასოციაციის საპატიო წევრობა მიენიჭა.
ასევე, ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ასოციაციის საპატიო წევრის წოდება მიენიჭათ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კალიგრაფს იშიძუკა ჰიდეკის და ავსტრალიელ ოსტატს ტანია ქროსსინგჰემს.
ფესტივალის მხარდაჭერისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის „გულანის“ საპატიო სიგელი გადაეცა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს მალხაზ ბეგიაშვილს.
ფესტივალი ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტის, თინათინ სვანიძე-ვენკოს ინიციატივითა და მხარდაჭერით გაიმართა, რომლის მიზანია ქართული კალიგრაფიის, კულტურული მემკვიდრეობის, წიგნის კულტურისა და შემოქმედებითი მეწარმეობის პოპულარიზაცია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.