1750017082
ლენტეხის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

ლენტეხის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
მოსახლეობასთან შეხვედრები წინასწარ შედგენილი გრაფიკით მიმდინარეობს.
შეხვედრები, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ჩატარდება და მოსახლეობას საშუალება ექნებათ, სოფლისთვის გამოყოფილი თანხით, მათივე საჭიროებებიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურული პროექტები შეარჩიონ.
თვითმმართველობის წარმომადგენლები ორგანიზებას უწევენ მოსახლეობასთან შეხვედრებს და უზრუნველყოფენ კენჭისყრის პროცედურების ჩატარებას.
,,სოფლის პროგრამის ფარგლებში’’ მოსახლეობის პრიორიტეტებად შიდა საუბნო გზებისა და ხიდ-ბოგირების რეაბილიტაცია, გარე განათების მონტაჟი, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სკვერებისა და სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დასახელდა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები მარადი ლიპარტელიანი და ბერდია ჩანქსელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი სოზარ ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ლიპარტელიანი, დღეს, რცხმელურის თემში შემავალ სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებად დასახელდა: სოფ. Რცხმელურში- სამეურნეო გზის, Ყვედრეშში- გზის დამცავი კედლის, ლაღარვაში, გვიმბრალაᲡა და ნაღომარში-გარე განათების მოწყობა.

„ზრდის აუტიზმის რისკს...“ - ახალი კვლევა
1750108356

ისრაელის პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს
1750103654