იმერეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

იმერეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

იმერეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.

რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე და სახელმწიფო რწმუნებული ადგილზე გაეცნენ მდინარე ოღასკურას კალაპოტის რეაბილიტაციის პროექტს.
ასევე იმყოფებოდნენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სადაც რეაბილიტაცია გზას უტარდება. კიდევ ერთი პროექტის, ფარგლებში სამუშაოები მიმდინარეობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, მდინარე აჯამურას ხიდზე.

„მოვინახულეთ რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ქუთაისსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში მოვინახულეთ გამაგრებით სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი. ორივე მუნიციპალიტეტში გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს დაგეგმილი სამუშაოები, ორივე პროექტი იქნება წლის ბოლომდე სრულად მიყვანილი ბოლომდე და ექსპლუატაციაში მიღებული“, - აცხადებს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი.