გურიაში „გემო ფესტი“ დასრულდა

გურიაში „გემო ფესტი“ დასრულდა

„გემო ფესტი“ გურიაში დასრულდა. შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში კულინარიული ფესტივალი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ფესტივალში 13 გურული მზარეული მონაწილეობდა. ისინი სტუმრებს ტრადიციულ, იშვიათად და ნაკლებად ცნობილ გურულ კერძებს თანამედროვე ინტერპრეტაციით სთავაზობდნენ.

„გემო ფესტის“ შემდეგი გაჩერება რაჭაა. რაჭაში ფესტივალი 29-30 აგვისტოს გაიმართება.