რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან
1775419264
გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ახალგაზრდებისთვის კიდევ ერთი პროექტი იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი თქმით, მერიასთან თანამშრომლობით, ასოციაცია ,,ჰერა XXI" პროექტ ,,ახალგაზრდები ჯანსაღი მომავლისთვის" ფარგლებში ჯანსაღი ცხოვრების უნარ-ჩვევების შესახებ საინფორმაციო სესიების ჩატარებას გეგმავს.
ასევე, პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14 -დან 24 წლამდე ახალგაზრდებს. სესიები ჩატარდება გორში, აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით.
„მსურველებმა 25 აგვისტოს ჩათვლით უნდა შეავსონ აპლიკაცია - პროექტის მიზანია, ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული არაფორმალური, საგანმანათლებლო ღონისძიებების საშუალებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების შესახებ ცნობიერების ამაღლება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან
1775419264
ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1775502497