ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე და ფოთის, ხობისა და სენაკის დელეგატი გიორგი ხახუბია, მალთაყვის უბანში ახლად მოწყობილი სკვერის ტერიტორიაზე მოსახლეობას შეხვდნენ

ფოთის მერია

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე და ფოთის, ხობისა და სენაკის დელეგატი გიორგი ხახუბია მალთაყვის უბანში, ახლად მოწყობილი სკვერის ტერიტორიაზე მოსახლეობას შეხვდნენ და ამ უბანში საკრებულოს ახალი მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინეს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და ესაუბრნენ სამომავლო გეგმებზე.

სამუშაოების ფარგლებში, მეუნარგიას ქუჩაზე მოეწყო კომბინირებული სპორტული მოედანი, ბუნგალო, დამონტაჟდა ახალი გარე განათების სისტემა, დაიდგა საპარკე სკამები და საფეხმავლო ბილიკი მოიპირკეთა დაწნეხილი ბეტონის ფილებით.