მტკვარში 21 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს
1747250729
ჭიათურაში, მღვიმევის მაღაროში სამუშაოები განახლდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღდგენა-გამაგრებითი სამუშაო.
პარალელურად, შეხვედრა გაიმართა დამსაქმებელ კომპანიასა და პროფკავშირების წარმომადგენლებს შორის. განიხილეს 14 საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც პროფკავშირებს შენიშვნები ჰქონდათ.
ნაწილზე შეთანხმება შედგა, ნაწილზე კი მოლაპარაკებები მომდევნო შეხვედრებზე გაგრძელდება. საკითხები ძირითადად დასაქმებულების სამუშაო პირობებს შეეხებოდა.
მათ, ვინც სამუშაოების შეწყვეტამდე მუშაობდა, კომპანია ახალ ხელშეკრულებებს აღარ გაუფორმებს და ისინი საქმიანობას სტაჟის წყვეტის გარეშე გააგრძელებენ. ასევე შენარჩუნდება კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბენეფიტები.
"დღეს მორიგი ძალიან კონსტრუქციული საუბარი გვქონდა პროფკავშირებთან. ყუველამ უკვე იცით, რომ ჭიათურაში ჩვენი კომპანიის (CMC) რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რომელიც უშუალოდ მართავს საბადოებს. რეორგანიზაციის ფარგლებში ბევრი საკითხი გაჩნდა, პროფკავშირმა საკუთარ თავზე აიღო შეისწავლოს საკითხები და გასცეს რეკომენდაციები. შემიძლია ვთქვა, რომ უკვე დაიწყო კიდეც მუშაობა, დღეიდან საწარმოები მუშაობენ. პროფკავშირი მოითხოვს და ჩვენც ვეთანხმებით, რომ კონკურსები სრულიად ობიექტური, გამჭვირვალე და გასაგები უნდა იყოს ყველა მონაწილისთვის. პრიორიტეტი ერთმნიშვნელოვნად იმ ადამიანებს მიენიჭებათ, ვინც იმ თანამდებობებზე მუშაობდა, რომლებიც დღეისთვის ნარჩუნდება. ჩემი აზრით, ვაკანტური ადგილები გვექნება", - აცხადებს ჭიათურაში ოპერირებადი კომპანიის CMC-ის დირექტორი მიხეილ სოცკი.
მტკვარში 21 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს
1747250729
ზუგდიდში მანქანა სამ მოზარდს დაეჯახა
1747248752