ბორჯომის სასპორტო სკოლის და ბიბლიოთეკის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დაიწყო

ბორჯომის სასპორტო სკოლის და ბიბლიოთეკის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დაიწყო

ბორჯომის სასპორტო სკოლის და ბიბლიოთეკის შენობის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები 18 თვე გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის N107-ში მდებარე შენობის სრული რეკონსტრუქცია /რეაბილიტაცია განხორციელდება. დამატებით დეკორატიული ელემენტების გამოყენებით შენარჩუნდება შენობის იერსახე.

რეაბილიტირებულ შენობაში განთავსდება სასპორტო სკოლა და ბიბლიოთეკა.
მოეწყობა შესაბამისი დარბაზები, შიდა სავარჯიშო სივრცით, ასევე - სამკითხველო დარბაზი, მედიათეკის სივრცე,
საკონფერენციო დარბაზი და საოფისე ოთახები.

სპორტის სახეობების და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სწორედ ამიტომ ბორჯომის მუნიციპალიტეტი ამ მიმართულებით არაერთ პროგრამას ახორციელებს.