1753297679
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში პარკის რეაბილიტაცია დასრულდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში პარკის რეაბილიტაცია დასრულდა.
დასრულებული პროექტი სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზაალ გელაშვილმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერთან, ოთარ არბოლიშვილთან ერთად დაათვალიერა.
10 500 კვ.მ ფართობზე პარკი სრულად განახლდა. რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყო საბავშვო და მოსასვენებელი სივრცეები, მოწესრიგდა გარე განათებისა და საპარკო ინფრასტრუქტურა. პარკში ასევე განთავსდება კაფე, კომერციული ობიექტები, ფოტოგადაღების ჯიხურები და სხვა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.