1745440671
ასპინძის კულტურის ცენტრში პირველობა ნარდში ჩატარდა

ასპინძის კულტურის ცენტრში პირველობა ნარდში ჩატარდა.
აღნიშნულ პირველობაზე მონაწილეობდნენ ასპინძის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ნარდის მოყვარულები, როგორ მამაკაცები ასევე ქალები.
პირველობაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ, მერის მოადგილემ ლევან ბერიძემ საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები თასით, სიგელებით და შესაბამისი ხარისხის მედლებით დააჯილდოვა. პირველ ადგილზე გასულ გამარჯვებულ მონაწილეებს საჩუქრად ნარდი გადაეცათ.
ღონისძიება ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.