1745440671
ასპინძაში 70 წლამდე კაცს ყირიმ-კონგოს ცხელება დაუდასტურდა

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში ყირიმ-კონგოს ცხელება 70 წლამდე კაცს დაუდასტურდა.
ინფორმაციას ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, პაციენტი თავდაპირველად ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ახლა კი მკურნალობას ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ეროვნულ ცენტრში აგრძელებს. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
ყირიმ-კონგოს ცხელებით ავადობის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ახალციხის მუნიციპალიტეტში. გასულ თვეში ერთ-ერთ მთაში მდებარე ფერმაში ყირიმ-კონგოს ცხელება ქალს დაუდასტურდა. იგი უკვე გამოჯანმრთელდა და თავს კარგად გრძნობს.