ვნების შვიდეული დაიწყო - რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა ამ დღეების შესახებ
1775413908
ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს სოფელ ანდრიაწმინდაში, სადაც 1228 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
აღსანიშნავია, რომ სოფელ ანდრიაწმინდასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდა, მიმდინარე წელს დამამთავრებელი ეტაპის ფარგლებში მთლიანად სრულდება გზის მოწყობა აღნიშნული მიმარულებით.
სოფელი ანდრიაწმინდა მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელია, სადაც, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში და უამინდობისას მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ.