მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
17 თებერვალს, ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, მერის პირველი მოადგილე გიორგი ნოდარიშვილი და მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ გძელიშვილი ქ.ონში სააკაძის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი ბინების მაცხოვრებლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მერიის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს გააცნეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტში და კონკრეტულად სააკაძის ქუჩაზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. კერძოდ, ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, 2022 წელს სააკაძის ქუჩაზე იგეგმება დასასვენებელი სივრცეებისა და სპორტული მოედნის მშენებლობა, რისთვისაც გამოყოფილია დაახლოებით 300 000 ლარი.
„ჩვენთვის პრიორიტეტულია ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინება, მათი მხარდაჭერა, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია” - აღნიშნა სერგი ხიდეშელმ