1753033510
აჭარაში მნიშვნელოვანი ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება - სულხან თამაზაშვილი

გადაცემაში „იმედის კვირა“ აჭარაში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.
ხელისუფლების სწორი და მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკის შედეგად, პოზიტიური მოლოდინებია აჭარაში ეკონომიკური ზრდის მიმართულებით.
2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით აჭარაში ბიზნეს სექტორის მაჩვენებელმა 2,8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 21 პროცენტით აღემატება.
სულხან თამაზაშვილი განმარტავს, რომ უკვე დაგეგმილი ან დაწყებული პროექტების წარმატებით განხორციელება და ბოლომდე მიყვანა, მისი სტრატეგიული საზრუნავია.
მთავრობის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი - „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მშენებლობა.
„ბათუმის შემოსასვლელში მშენებარე „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ არის ინოვაციური პროექტი, რომელიც შედგება ორი ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შერწყმისგან, სადაც მოეწყობა გასართობი, ტურისტული ინფრასტრუქტურა, იქნება პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კორპუსები და სასტუმროები. ეს, მოგეხსენებათ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
მნიშვნელოვანია EMAAR ჯგუფის მიერ ხელმოწერილი ინვესტიციის განხორციელება აჭარაში ახალი პროექტები მოიტანს დამატებით, გაზრდილ შემოსავალს აჭარის ბიუჯეტში და საშუალებას მისცემს მთავრობას კიდევ უფრო მეტი სასარგებლო
პროექტი დააფინანსოს.
ასევე, მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აქვს ამბიციური გეგმა ქობულეთს აღუდგინოს ტურისტული ჰაბის სტატუსი: ,,ქობულეთს ზოგადად ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. მე ვთვლი, რომ აქ გვაკლია მსოფლიო დონის მსხვილი, ბრენდული სასტუმროები. ძალიან საინტერესო ინვესტორებთან ვართ მოლაპარაკების პროცესში. ამბიციური გეგმები გვაქვს, რომ ქობულეთმა აღიდგინოს ტურისტული ჰაბის სტატუსი“.

ცნობილი ბიზნესმენის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა
1753041300