როგორ მივხვდეთ, გველი შხამიანია თუ არა? - სპეციალისტის რჩევა
1751229410
კომპიუტერის კლავიატურა შეიძლება საკმაოდ დაბინძურებული იყოს, რადგან მასზე გროვდება მიკრობები, საჭმლის ნამცეცები და მტვერი.
IT-სპეციალისტი, მარკ ჟიგერი, ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ მან სამუშაო პროცესში ასობით კლავიატურა გაწმინდა. მისი თქმით, ბევრი ადამიანი კლავიატურას მხოლოდ მაშინ ანდობს სპეციალისტს, როცა ის უკვე თითქმის გამოუსადეგარი ხდება.
რა დაგვჭირდება კლავიატურის გასაწმენდად
ჟიგერი ამბობს, რომ კლავიატურის სწორად გასაწმენდად ძვირად ღირებული საშუალებები არ არის საჭირო. მისი თქმით, საკმარისია მიკრობოჭკოსგან დამზადებული ქსოვილის ხელსახოცი. ასევე ექსპერტი გვირჩევს რბილი ჯაგრისის გამოყენებას (შესაძლებელია სუფთა ფუნჯიც - ხატვის ან მაკიაჟისთვის განკუთვნილი) და იზოპროპილის სპირტი.
როგორ გავწმინდოთ კლავიატურა
ჟიგერის რჩევით, კლავიატურის გაწმენდის წინ უნდა გავთიშოთ იგი კომპიუტერიდან. თუ ლეპტოპს ვიყენებთ, ის მთლიანად უნდა გამოვრთოთ.
შემდეგ საჭიროა კლავიატურა გადავაბრუნოთ, ამის შემდეგ ჟიგერი გვირჩევს, კლავიატურის უკანა მხარეს რამდენჯერმე მსუბუქად დავარტყათ, რათა კლავიშების ქვეშ დამალული ნამცეცები, მტვერი და ნაგავი გამოიყაროს.
წინასწარი გაწმენდითი ნაბიჯების შესრულების შემდეგ, ჟიგერი ურჩევს გამოიყენოთ შეკუმშული ჰაერის ბალონი და რბილი, ბუსუსიანი ჯაგრისი, რათა მოაშოროთ ნაგავი კლავიატურის მიუწვდომელი კუთხეებიდან და ნაპრალებიდან. მისი რეკომენდაციაა, ჰაერის ნაკადები იყოს მოკლე და ზუსტი, ხოლო გაწმენდის პროცესში კლავიატურა ოდნავ გადახრილი იყოს.
მას შემდეგ, რაც კლავიშებიდან ნამცეცები და მტვერი მოშორდება, ჟიგერი გვირჩევს კლავიატურის ზედაპირის გაწმენდას. ამისათვის საჭიროა სუფთა მიკრობოჭკოვანი ხელსახოცი ოდნავ დავატენიანოთ იზოპროპილის სპირტით. შემდეგ ფრთხილად უნდა გავწმინდოთ კლავიშების ზედა ნაწილი და მიმდებარე ზედაპირი, რათა სითხემ კლავიშებს შორის არ შეაღწიოს.
ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ, ჟიგერი კლავიატურას სრულად გაშრობას გვირჩევს, სანამ ხელახლა შეაერთებთ კომპიუტერთან ან ჩართავთ ლეპტოპს. მისი თქმით, 15-დან 30 წუთამდე საკმარისია კლავიატურის სრულად გასაშრობად.
Ask ChatGPT