პლასტიკური ქირურგი გასახდომი წამლის გვერდით ეფექტებზე საუბრობს

დიეტა

ცნობილი პრეპარატი Ozempic, რომელიც წონის კორექციისთვის გამოიყენება და დიდი პოპულარობით სარგებლობს, კვლავ ყურადღების ცენტრშია, ამჯერად სერიოზული გვერდითი ეფექტების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ზოგისთვის ის წარმოადგენს შესაძლო გადარჩენას მენოპაუზის პერიოდში წონის მატებისგან, ექსპერტები წამლის მომხმარებლებს აფრთხილებენ, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ არის, წერს Vogue.

ერთ-ერთ ყველაზე გამოხატულ გვერდით ეფექტად იქცა ე.წ. „ოზემპიკის სახე“ — ტერმინი, რომელიც აღწერს კანის ელასტიკურობის დაკარგვასა და სახის ჩამოშლილ, დაღლილ იერს წონაში კლების შემდეგ.

„წარმოიდგინეთ ქიშმიში და არა ყურძენი“, — ასე ახსნა ეფექტი ნიუ-იორკელმა პლასტიკურმა ქირურგმა ჯენიფერ ლევინმა.

მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. სულ უფრო მეტად ვრცელდება ცნობები თმის ცვენისა და კუნთოვანი მასის დაკარგვის შესახებ, განსაკუთრებით მათ შორის, ვინც არა მხოლოდ Ozempic-ს, არამედ სხვა GLP-1 ჯგუფის პრეპარატებსაც იღებს — როგორიცაა Wegovy, Mounjaro, Rybelsus და Zepbound.

რაც შეეხება კუნთების მასის დაკარგვას, ეს ტიპური პრობლემაა წონაში სწრაფად კლებისას — არ აქვს მნიშვნელობა, როგორ მიიღწევა შედეგი: დიეტით, სპორტით, ქირურგიით თუ მედიკამენტებით. NYU Langone Health-ის ექიმი ჰოლი ლოფტონი ამბობს, რომ მთლიანი წონის კლების დაახლოებით 25–30% შეიძლება კუნთოვან ქსოვილზე მოდიოდეს, თუ არ იქნებიან მიღებული შესაბამისი ზომები.

„ეს პრეპარატები შეიძლება ძალიან ეფექტური იყოს, მაგრამ პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ წონის კლება სწორად უნდა მოხდეს — კუნთების შენარჩუნება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ცხიმის შემცირება,“ — ასკვნის ექიმი ლოფტონი.