განის ნაკრებმა პანამა ბოლო წუთზე დაამარცხა

განის ნაკრებმა პანამა ბოლო წუთზე დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატზე L ჯგუფის მეორე მატჩში ერთმანეთს განისა და პანამის ნაკრებები შეხვდნენ, რომელშიც განის ნაკრებმა მეტოქე მინიმაური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

პირველი სახიფათო მომენტი პანამის ნაკრებმა მატჩის დასაწყიოსშივე შექმნა, მაგრამ სესილიო ვატერმანის დარტყმა განელთა მეკარემ მოიგერია. გუნდები ცდილობდნენ გოლის გატანას, უფრო აქტიურად პანამელები გამოიყურებოდნენ, მაგრამ პირველ ტაიმში ანგარიში არ გახსნილა.

გამარჯვების გოლი განამ 90+5-ე წუთზე გაიტანა – აფრიკელების სწრაფი კონტრშეტევა კალებ იერენკიმ დააგვირგვინა – 1:0.

ამრიგად, პირველი ტურის შემდეგ L ჯგუფს სათავეში 3-3 ქულით ინგლისისა და განის ნაკრებები ჩაუდგნენ. მეორე ტურში, 23 ივნისს, ინგლისი განას შეხვდება (23:59), ხოლო 24 ივნისს ხორვატია პანამას დაუპირისპირდება (03:00).