არასდროს ჭამოთ სტრესის დროს... - არუნ ხათრი მიზეზს ხსნის

არუნ ხათრი

ინდური ხალხური მედიცინის სპეციალისტი არუნ ხათრი გამომწერებს მორიგ რჩევას უზიარებს.

„სტრესის დროს ჩვენი ორგანიზმი, ჩვენი ღვიძლი გამოყოფს ზედმეტ შაქარს. ამ დროს ორგანიზმი ეუბნება ღვიძლს, რომ გამოყოს შაქარი, რომელიც შენახული გაქვს. ჩვენი ღვიძლი ინახავს შაქარს და როცა სტრესში ვართ, ის უშვებს ამ შენახულ შაქარს სისხლძარღვებში. როცა სტრესი გაქვთ, თქვენ მეტი და მეტი საჭმლის მიღება გინდათ, მათ შორის ტკბილეული, შოკოლადები. ამ დროს საჭმლის მიღება არის შხამის ტოლფასი. რაც ასევე ხელს უწყობს დიაბეტს, რომლის გამომწვევი ერთ-ერთ მიზეზი სწორედ სტრესის დროს მიღებული ტკბილეულია. ამიტომ როცა სტრესი გაქვთ, გარეთ გადით, მზეზე გადით, ამ დროს არ ჭამოთ. ყოველდღიური პატარ-პატარა სტრესები ყველას გვაქვს, მაგრამ როცა დიდი სტრესი გაქვთ, კვებას მოერიდეთ, გარეთ გადით“ - ამბობს გავრცელებულ ვიდეოში არუნ ხათრი.