ზაქარია წიკლაური მოსკოვის გამზირის მცხოვრებლებს შეხვდა

ნკ

,,ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური, მოსკოვის გამზირზე რამდენიმე კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდა. კანდიდატმა ადგილობრივებთან ერთად ეროვნული ნაკრებს უგულშემატკივრა. რის შემდეგაც მათთან განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და მოისმინა მათი საჭიროებებიც.

„ამ უბანში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში - შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაიგო ასფალტი, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკვერს. თუმცა არსებობს პრობლემებიც. აქვეა ავარიული 36-ე კორპუსი, რომლის სრული ჩანაცვლებაც მოხდება, თუმცა ამისთვის მოსახლეობის 100%-იანი თანხმობაა საჭირო. ასევე, მოსახლეობა ითხოვს ამ უბანში მინი-სტადიონის მოწყობას, რაც მიმდინარე გეგმაში უკვე გაწერილია“, - აღნიშნა წიკლაურმა.