„თუ ამას გააკეთებთ, სიმსივნე არასდროს დაგემართებათ" - ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1779047596
ყველაფერმა ჩვენი ოპონენტებისთვის წარუმატებლად ჩაიარა და საქართველოს ჰყავს ღირსეული და ძალიან საპატივცემულო პატრიარქი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, დიდი ბრძოლები იყო, როგორც შიგნით, ასევე გარედან, იყო ცდუნებები, ზეწოლა და მცდელობა, რომ ერთი მხრივ სრულიად უსაფუძვლოდ გაეშავებინათ იმ დროს მეუფე შიო და ახლა უკვე პატრიარქი.
„ისევე როგორც ყველა ჩვენი თანამოქალაქე, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენმა ეკლესიამ, სინოდმა ძალიან ღირსეულად გაიარა ეს პროცესი. დიდი ბრძოლები იყო, როგორც შიგნით, ასევე გარედან, იყო ცდუნებები, ზეწოლა და მცდელობა, რომ ერთი მხრივ სრულიად უსაფუძვლოდ გაეშავებინათ იმ დროს მეუფე შიო და ახლა უკვე პატრიარქი და რაც მთავარია, გარკვეული დაპირისპირება გამოეწვიათ სინოდის შიგნით. ყველაფერმა ჩვენი ოპონენტებისთვის წარუმატებლად ჩაიარა და საქართველოს ჰყავს ღირსეული და ძალიან საპატივცემულო პატრიარქი. ძალიან მიხარია, რომ სინოდმა გადაწყვიტა, რომ ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის, ილია მეორის გადაწყვეტილება დაეტოვებინა ძალაში და მეუფე შიო პატრიარქად ეკურთხებინათ“, - აღნიშნა წილოსანმა.