ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის შემოდგომაზე ფინანსური წარმატება ელით
1786903019
"მაჩვენებლები, რომელიც საქართველოს გააჩნია, მნიშვნელოვნად უსწრებს წინ რეგიონისა და ზოგიერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მაჩვენებელს", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„ყველა რეიტინგში საქართველო მოწინავე პოზიციას იკავებს. მართლმსაჯულების თემა იქნება ეს, კორუფციისა თუ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, სიტყვის თავისუფლება და მედიათავისუფლება. მაჩვენებლები, რომელიც საქართველოს გააჩნია, მნიშვნელოვნად უსწრებს წინ რეგიონისა და ზოგიერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მაჩვენებელსაც პოზიტიურად აჭარბებს. ასე, რომ მოლოდინი პოზიტიურია“, - განაცხადა ვოლსკიმ.