1771327333
ვლადიმერ ბოჟაძე: ბაჩო ახალაია არის ოპოზიციის სახე და მისმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მათ შორის 4 ოქტომბრის სცენარი იყო რეალისტური, ისევე, როგორც წინა ოთხი გადატრიალების მცდელობა
ბაჩო ახალაია არის ოპოზიციის სახე და მისმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მათ შორის 4 ოქტომბრის სცენარი იყო რეალისტური, ისევე, როგორც წინა ოთხი გადატრიალების მცდელობა , - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ვლადიმერ ბოჟაძემ „ქრონიკასთან“.
დეპუტატი ბაჩო ახალაიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ხელისუფლების დამხობაზე ისაუბრა.
„ბაჩო ახალაია არის ოპოზიციის სახე და მისმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მათ შორის 4 ოქტომბრის სცენარი იყო რეალისტური, ისევე, როგორც წინა ოთხი გადატრიალების მცდელობა და როგორც ჩანს, რადიკალური ოპოზიცია კვლავ გადატრიალებაზე, არეულობაზე, დესტაბილიზაციაზე ფიქრობს. ეს განცხადებები არის საქართველოს შეურაცხმყოფელი, ქართული პოლიციის და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გეგმას, რომელიც სამწუხაროდ აქვთ ქვეყნის შიდა, თუ გარე მტრებს - ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაციის მოწყობა“, - აღნიშნა ბოჟაძემ.
ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე ხელისუფლების დამხობაზე ილაპარაკა და თქვა, რომ ეს უნდა მოხდეს სწრაფად და ნებისმიერი გზით.










