15 წლის შემდეგ ეყოლა ოჯახს შვილი და დააქციეს... - ავარიის დროს დაღუპულ 3 წლის ბავშვს გლოვობენ
1753560095
ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა გუშინდელი სასამართლო პროცესიდან მიხეილ სააკაშვილის ფოტოები მიიტანეს და განაცხადეს, რომ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო მათ სურვილი არ აქვთ ბიუჯეტის დამტკიცებაში მონაწილეობა მიიღონ. ოპოზიციის ამ განცხადებას მმართველი დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა.
„ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქალი დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება, დაახლოებით, ნახევარ საათს გაგრძელდა. საბოლოოდ ოპოზიციამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.