„თუ ამას გააკეთებთ, სიმსივნე არასდროს დაგემართებათ" - ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1779047596
"საკმაოდ კარგი ხედვები აქვთ და მე ვფიქრობ, ეს შეხვედრები, საბოლოო ჯამში, გამოიღებს იმ შედეგს, რომ ადგილობრივ დონეზე, თვითონ ახალგაზრდების ჩართულობა იქნება მაქსიმალურად მაღალ დონეზე" - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ვარლამ ლიპარტელიანმა, შიდა ქართლში, "ქართული ოცნების" რეგიონული კონფერენციის დასრულების შემდეგ მედიასთან ისაუბრა.
ვარლამ ლიპარტელიანმა აღნიშნა, რომ თავად ახალგაზრდებს შეეძლებათ, თავიანთ რეგიონში პროექტების დაგეგმვა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ამ ყველაფრის განხორციელება.
"ყველა შეხვედრაზე იმატებს დასწრების მსურველების რაოდენობა. საკითხები იყო დასაქმებასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე, ასევე სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე. საკმაოდ კარგი ხედვები აქვთ მათ და მე ვფიქრობ, ეს შეხვედრები, საბოლოო ჯამში, გამოიღებს იმ შედეგს, რომ ადგილობრივ დონეზე, თვითონ ახალგაზრდების ჩართულობა იქნება მაქსიმალურად მაღალ დონეზე, თვითონ შეეძლებათ თავიანთ რეგიონში რაიმე პროექტის დაგეგმვა და შემდეგ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ამ ყველაფრის განხორციელება," - აცხადებს ვარლამ ლიპარტელიანი.