„ვერანაირად ვერ გადადგამდა სისხლში გასვრილი ნაცმოძრაობა იმ ნაბიჯებს, რომელიც გადადგა, რომ არ ჰქონოდა იმედი რაღაც რეზერვის არსებობის და დაღვრიდნენ იმ სისხლს, რომელსაც ამდენი ხანი გვპირდებოდნენ“ - გია ვოლსკი

ვოლსკი

4 ოქტომბერს თბილისში დივერსიული აქტის მოსაწყობად ასაფეთქებელი მოწყობილობების და საბრძოლო მასალის სამალავი მცხეთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის მიმდებარედ, ტყის მასივში მდებარეობდა.

მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ 4 ოქტომბერს გამართულ საპროტესტო აქციასა და მომხდარ ფაქტს შორის კავშირი არსებობს.

ისინი ამბობენ, რომ სავარაუდოდ, ოპოზიციას ჰქონდა ქვეყანაში დესტაბილიზაციის სურვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ სცენარი ისე არ განვითარდა, როგორც ოპოზიციას ეგონა.

„რაღაც სცენარი ისე არ განვითარდა, როგორც იყო დაგეგმილი და ეს ფაქტია. ზოდელავა ასე დარწმუნებით ვერ წავიდოდა შეტევაზე, პაატა ბურჭულაძესთან ერთად, რომელიც გარკვეული პერიოდი წინ აიფარეს. ვერანაირად ვერ გადადგამდა სისხლში გასვრილი "ნაცმოძრაობა" იმ ნაბიჯებს, რომელიც გადადგა, რომ არ ჰქონოდა იმედი რაღაც რეზერვის არსებობის და დაღვრიდნენ იმ სისხლს, რომელსაც ამდენი ხანი გვპირდებოდნენ, თითქოსდა ევროპული მომავლის დასაცავად,“ - აცხადებს გია ვოლსკი.