ცნობილია, UFC-ის სკანდალურ საქმეზე დაკავებულების ვინაობა - რა წერია FBI-ის ფაილებში
1781898735
გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია- განაცხადა “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანმა წყალტუბოში, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ახალგაზრდებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, ახალგაზრდებმა ისაუბრეს დასაქმებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე, ახალგაზრდულ სივრცეებზე და განათლების რეფორმაზე.
“ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გამოვიდა. ვიცით, რომ რეგიონებში ბოლო შეხვედრაა ამ მასშტაბით. დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში. QR კოდის მეშვეობით ვიცით, რომ ბევრი ადამიანი რეგისტრირდება და შევეცდებით, რომ ახალგაზრდები მაქსიმალური რაოდენობით დავასწროთ.”- განაცხადა ლიპარტელიანმა.