,,ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი იყო ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში, თუ როგორ ექცეოდა სადისტური რეჟიმი თანამოქალაქეებს" - დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

ვალერი გელაშვილს, გოჩა კაკოიშვილსა და ბესიკ დანელიას ელოდებიან საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე. განხილვის თემა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიწვეული პირების უფლებების შელახვაა.

შეგახსენებთ, სწორედ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე აქვს მიხეილ სააკაშვილს შეფარდებული 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საკანონმდებლო ორგანოში მორიგი სხდომა 11 საათისთვის დაიწყება. მმართველ პარტიაში კიდევ ერთხელ საუბრობენ მსგავსი საკითხების საჯაროდ განხილვის აუცილებლობაზე.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ვალერი გელაშვილის ცემის საქმე ერთ-ერთი მაგალითია იმისა თუ როგორ ექცეოდა მაშინდელი რეჟიმი თავის მოქალაქეებს.

"დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი იყო ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში, თუ როგორ ექცეოდა ეს სადისტური რეჟიმი თანამოქალაქეებს. არ ინდობდა არავის და ასეთი პირადი გარჩევების კვალობაზე შეეძლო პრეზიდენტს მიეცა ბრძანება და ადამიანი ეცემათ", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.