„თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1751226440
2025 წლის მაისის თვეში ეკონომიკური აქტივობის ზრდის მაღალი ტემპი გაგრძელდა და ეკონომიკურმა ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წლის იანვარ-მაისის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.8%-ით განისაზღვრა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ინფორმაციისა და კომუნიკაციის; განათლების; დამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობისა და სხვა სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები - ექსპორტის მოცულობა 15.7 პროცენტით გაიზარდა და 580 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. მისი თქმით, მაისის თვეში ასევე მაღალი აქტივობით ხასიათდებოდა ტურიზმის სექტორი.
„საქართველოს მთავრობა აგრძელებს, ერთი მხრივ, კერძო სექტორის და მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერას მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხით, მეორე მხრივ, აქტიურად მიმდინარეობს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ასევე გრძელდება სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმები. აღნიშნულის შედეგად, 2025 წელს საქართველო შეინარჩუნებს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს და გლობალურად იქნება ერთ-ერთი ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.