ვახტანგ გადელია მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

ვახტანგ გადელია

„ქართული ოცნების“ სენაკის მერობის კანდიდატი ვახტანგ გადელია მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. ზემო ჭალადიდის და გოლასკურის სოფლებში მერობის კანდიდატმა განსახორციელებელ პროექტებსა და მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა.

გადელია მოქალაქეებს სენაკის განვითარების ხედვას აცნობს და მათთან ერთად სამომავლო ნაბიჯებს გეგმავს.

„შეხვედრაზე მოსახლეობამ წარადგინა რამდენიმე წინადადება, რომელთა პროექტირებას აუცილებლად დავიწყებთ და ეს პროექტი უახლოეს მომავალში შესრულდება“, - აღნიშნა გადელიამ.