მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
დევიდ ლის განცხადება არის უმძიმესი ბრალდება და დადასტურების შემთხვევაში ეს ნიშნავს იმას, რომ პირდაპირი ჩარევა იყო როგორც ენჯეო სექტორის მუშაობაში, ისე ბიზნესის საქმიანობაში, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ევროპის ბიზნეს-ასოციაციის დამფუძნებლის და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის დევიდ ლის განცხადებას.
მისი თქმით, როდესაც ეს ადამიანი იმაზე საუბრობს, რომ მას აუკრძალეს საქმიანობა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ აკრიტიკებდა ნაცმოძრაობას, რადიკალურ ოპოზიციას თუ ენჯეო სექტორის რადიკალურ ნაწილს, ამაზე უარესი არაფერი შეიძლება იყოს.
„ის განცხადება, რაც მან გააკეთა არის უმძიმესი ბრალდება და დადასტურების შემთხვევაში ეს ნიშნავს იმას, რომ პირდაპირი ჩარევა იყო როგორც ენჯეო სექტორის მუშაობაში, ისე ბიზნესის საქმიანობაში. როდესაც ეს ადამიანი იმაზე საუბრობს, რომ მას აუკრძალეს საქმიანობა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ აკრიტიკებდა ნაცმოძრაობას, რადიკალურ ოპოზიციას თუ ენჯეო სექტორის რადიკალურ ნაწილს, ამაზე უარესი არაფერი შეიძლება იყოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.