1745496485
უკრაინის რადას თავმჯდომარესთან შევთანხმდი, რომ უკრაინაში რაც შეიძლება მალე შევხვდებით - შალვა პაპუაშვილი

"შევთანხმდით, რომ შევხვდებით უკრაინაში, რაც შეიძლება მალე, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ საქართველოს სოლიდარობა მამაცი უკრაინელი ერის წინაშე“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.
მისივე თქმით, უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან გულთბილი საუბარი შედგა .
„განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული ურთიერთობები“,- ნათქვამია შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.