შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება - რა მომსახურებაზე ანახევრებს ფასებს იუსტიციის სახლი
1773693742
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის მიერ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა შეცდომა იყო.
„ელჩის გაწვევა, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, შეცდომა იყო. რაც უფრო სწრაფად დავივიწყებთ, თუ რამე წყენა გვაქვს, უფრო სწრაფად განვითარდება ჩვენი ქვეყნები და მშვიდობა დადგება. ყველა კრიტიკულ სანქციას საქართველო შეუერთდა, ეს იქნება გაერო, ევროსაბჭო თუ კიდევ სხვა.
ისეთი სანქციების დაწესებას, რაც აგრესორზე არანაირ ეფექტს არ მოახდენს და მხოლოდ ჩვენი მოსახლეობა დაიჩაგრება, რა თქმა უნდა, არ არის გონივრული, რომ ჩვენ შევუერთდეთ,“ - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.