თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
1788637905
ევროპარლამენტის წევრის მაიკლ გალერის განცხადებით, უკრაინელები, მოლდაველები და ქართველები იმსახურებენ იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და წარმატებულ ქვეყნებში, რომლებიც ევროპული ოჯახის წევრები იქნებიან. ევროპარლამენტარმა ამის შესახებ Twitter-ზე დაწერა.
„უკრაინელები, მოლდაველები და ქართველები იმსახურებენ, იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და წარმატებულ ქვეყნებში, რომლებიც ევროპული ოჯახის წევრები იქნებიან.
ევროპულ საბჭოს დღეს შეუძლია გადადგას პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მათი ლეგიტიმური მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად," - აცხადებს მაიკლ გალერი.