7 რამ, რაც ბავშვებს გენეტიკურად მხოლოდ მამისგან გადაეცემათ
1792699875
თუკი ვინმემ შეზღუდა მაგ 800 ათასი ამომრჩევლის უფლება, ესენი იყვნენ ისევ თვითონ, როდესაც არ მოახდინეს ამ უფლებების რეალიზაცია და არ შევიდნენ პარლამენტში, - აღნიშნა გადაცემაში „იმედი LIVE“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ რადიკალების განცხადებების საპასუხოდ, რომ საკონსტიტუციო სარჩელით იზღუდება იმ ამომრჩევლების უფლებები, რომლებმაც 2024 წელს მხარი ოპოზიციას დაუჭირეს.
ირაკლი შატაკიშვილის განცხადებით, ყველა წარმომადგენლობით ორგანოში სარჩელში შეტანილი პარტიების კვოტებით არჩეულ წევრებს უფლებამოსილება შეუნარჩუნდებათ.
კითხვაზე: ელოდება თუ არა ოპოზიციის დაანონსებული აქციიდან ხელისუფლება სერიოზულ პროტესტს, ირაკლი შატაკიშვილის თქმით, ეს კარგად გამოჩნდა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი პროცესის დღეს, როდესაც სასამართლოსთან მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მივიდა.