წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ადამიანები და ორგანიზაციები ზიზღის ენას თესავენ, რაც იწვევს პოლარიზაციის გაღრმავებას - არჩილ გორდულაძე

არჩილ გორდულაძე

წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ადამიანები და ორგანიზაციები ზიზღის ენას თესავენ, რაც იწვევს პოლარიზაციის გაღრმავებას, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, გარედან დაფინანსებული ადამიანები პოლარიზაციას აღვივებენ და შემდეგ, გარე დამფინანსებლები მოითხოვენ ამ პოლარიზაციის შეწყვეტას.

"ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ადამიანები და ორგანიზაციები ზიზღის ენას თესავენ, რაც იწვევს პოლარიზაციის გაღრმავებას. შემდეგ, უცხოელები ჩვენ, "ქართული ოცნების" გუნდის წარმომადგენლებს მოგვიწოდებენ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად. გარედან დაფინანსებული ადამიანები პოლარიზაციას აღვივებენ და შემდეგ, გარე დამფინანსებლები მოითხოვენ ამ პოლარიზაციის შეწყვეტას. ეს ჩვეულებრივი მოჯადოებული წრეა, რომელშიც უნდათ, ქართველი ხალხი ატარონ. ამავდროულად, ყველა ადამიანს შეუძლია, რომ ნებისმიერ პირზე და მოვლენაზე საკუთარი აზრი ჰქონდეს. ასევე, გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება, გამოხატვის თავისუფლება სრულდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებები და ეს პირველ რიგში უნდა იცოდნენ იმ ადამიანებმა, რომლებიც ადამიანის უფლებებზე აკეთებენ განცხადებებს. კარგად დაიმახსოვრონ, რომ სხვა ადამიანების შეურაცხყოფა, საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება კანონით დასჯადი ქმედებაა. მედიებს რაც შეეხება, სიძულვილის ენის ტირაჟირება კანონით დასჯადი, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების და ორგანიზაციების მოთხოვნით არის ჩაწერილი "მაუწყებლობის შესახებ კანონში", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.