ჰაერის ტემპერატურამ 48 გრადუსს მიაღწია... - რა მდგომარეობაა ევროპაში, სადაც ტემპერატურა პიკს აღწევს
1751824808
"ოპოზიციის კიდევ ერთი აბსურდი და პოლიტიკური ანომალია" - ასე აფასებს მმართველი გუნდი წალენჯიხის მერიის განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ბოიკოტს უცხადებენ არჩევნებს და ემიჯნებიან ყველა იმ პოლიტიკურ გაერთიანებასა და კანდიდატს, ვისაც არჩევნებში მონაწილეობა აქვს გადაწყვეტილი.
ტექსტში წერია, რომ წალენჯიხაში ძირითადი მმართველი პოლიტიკური ძალა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა," "ოცნებისთვის რომელიმე ქალაქის "გამოგლეჯაზე" საუბარი სასაცილოა, არჩევნებში მონაწილეობის ერთადერთი შედეგი კი უპირობო წაგება და საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაღრმავება იქნება."
აღნიშნულ საკითხზე დღეს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ ისაუბრა.
"ლოგიკურია, წალენჯიხა არის ერთადერთი ოპოზიციური მუნიციპალიტეტი, სადაც ყველაზე კარგად იციან, რას ნიშნავს, როდესაც რუსული სპეცოპერაცია ტარდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის, წალენჯიხის არჩეული მერის, გია ხარჩილავას პოზიციაც, ის, რომ დღეს ცოცხალი ყოფილიყო, იქნებოდა ნამდვილად ეს," - აღნიშნა ანა წითლიძემ.
საპასუხოდ კი, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია ახლა ათასგვარ ხრიკს მოიგონებს, რომ გაამართლოს რატომ არ გადის არჩევნებზე.
"წალენჯიხის მერიამ ვერაფერი ხელშესახები, ისეთი რომ გამორჩეული ყოფილიყო, სამაგალითო გამხდარიყო მთელს საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლების მართვისა, ვერ გააკეთა. ერთი ის ცნობილი ხიდი გახსნა, საცალფეხო, რომელზედაც იუმორისტული დამოკიდებულება ჰქონდა ყველას და ერთიც, "ლელომ" ჩაუტანა გასაბერი აუზი. ახლა ათასგვარ ხრიკს მოიგონებენ, რომ გაამართლონ რატომ არ გადიან არჩევნებზე," - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.