პენსია იზრდება - დეტალები ბიუჯეტის პროექტიდან
1790798518
წერილიდან წერილამდე, ფაქტობრივად იკვეთება ის პოლიტიკური დეკადანსი და დაღმა სვლა, რომელსაც განიცდის ბატონი ღარიბაშვილი, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, თორნიკე ჭეიშვილმა.
მისივე თქმით, ღარიბაშვილი საზოგადოებას მდარე ხარისხის ანალიტიკას სთავაზობს.
„წერილიდან წერილამდე, ფაქტობრივად იკვეთება ის პოლიტიკური დეკადანსი და დაღმა სვლა და შესაბამისი დიაპაზონი ამისა ძალიან მაღალ ხარისხში, რომელსაც განიცდის ბატონი ღარიბაშვილი. ფაქტია, რომ მან ამ შემთხვევაში საზოგადოებას შესთავაზა, ძალიან არადამაჯერებელი, მდარე ხარისხის ანალიტიკა და როგორც ჩანს, ის ამით შეეცადა, რომ გაჰქცეოდა და გადაეფარა, ისევ და ისევ, ცენტრალური საკითხი და კითხვა, თუ საიდან და როგორ აღმოჩნდა მის ხელში შესაბამისი დიდძალი ქონება, ფულადი თანხა, ეს არის აბსოლუტურად პასუხ გაუცემელი კითხვები.
რჩევა იქნებოდა ის, რომ ამ ფსევდოანალიტიკური საქმიანობიდან მართლაც ცენტრალურ საკითხებზე მოეხდინა მას ყურადღების კონცენტრირება, რადგან საზოგადოებასი ეს კითხვები სავსებით ლეგიტიმურად არსებობს“, - განაცხადა ჭეიშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური დაღმასვლა - მმართველი გუნდის შეფასებით, ექსპრემიერის წერილები ციხიდან, რომელიც მათი თქმით, საზოგადოებას არადამაჯერებელ რეალობას სთავაზობს, რითაც დანაშაულის გადაფარვას ცდილობს.