თინა ბოკუჩავას თქმით, მიხეილ სააკაშვილს ნანუკა ჟორჟოლიანისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის შეთავაზებაზე არსად დაუწერია

თინა ბოკუჩავა

 „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ნანუკა ჟორჟოლიანისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის შეთავაზებაზე არსად დაუწერია.

სჯერა თუ არა ჟორჟოლიანის მიერ გახმიანებული ინფორმაციის, ბოკუჩავამ კითხვაზე პასუხს თავი აარიდა. ბოკუჩავას თქმით, ამაზე პოლიტიკურ ჭორაობას არ აპირებს.

„ეს [ჟორჟოლიანისთვის თავმჯდომარეობის შეთავაზება] პრეზიდენტს [სააკაშვილს] თავად არსად დაუწერია. პოლიტიკური ჭორაობა არასდროს ჩემი სფერო და ინტერესი არ იყო. წავიკითხე საჯარო პოსტი, რომელიც პრეზიდენტმა გამოაქვეყნა. რაიმე სხვის გამოქვეყნება რომ ნდომებოდა, ამას გააკეთებდა“, - აღნიშნა ბოკუჩავამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში „რადიკალური ცვლილებები“ დააანონსა. როგორც სააკაშვილმა დაწერა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნანუკა ჟორჟოლიანი უერთდება.